2.პროექტის მთავარი იდეა (თემა): რა არის უხილავი სამყარო? რომელი ორგანიზმები ეკუთვნიან ამ სამყაროს და რა როლს ასრულებენ ისინი ბუნებაში?
3.პროექტის აქტუალობა: უხილავი სამყარო–მიკროორგანიზმებია. ჩვენ ხომ მიკრობთა გარემოცვაში ვიმყოფებით, რომელთა უმრავლესობა უვნებელია, მაგრამ ზოგს შეუძლია უსიამოვნება მოგვაყენოს და ინფექციური დაავადებების წყარო გახდეს. ეს თემა აქტუალურია იმ მიზნით, რომ მოსწავლეებში მოხდება ინფორმირებით, ანალიზით, მსჯელობით, უშუალო დაკვირვებით თავდაცვითი ღონისძიებების გატარება, თუ როგორ აღკვეთონ დაავადებების გამომწვევ მიკრობთა გავრცელება.
4. პროექტის მიზანი: ინფექციური დაავადებების გამომწვევი მიკრობების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ორგანიზება, თანამშრომლობა,თავდაცვითი ღონისძიებების გაცნობა, პრობლემის გადაჭრის და კვლევითი უნარ–ჩვევების განვითარება.
5. მონაწილეთა ასაკი: 12–13 წლის მოსწავლეები.
6. ვადები/ ხანგრძლიობა: 7–10 დღე.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეთა ინფორმირება – შიდსის, გრიპის ვირუსის შესახებ: სიპტომები, გავრცელება, მათი თავიდან აცილების გზები. მასალები განთავსდება ინტერნეტში, აგრეთვე აიწყობა პრეზენტაცია პროგრამა– Power Point– ში და მოხდება პროექტის პრეზენტირება, დამზადდება საინფორმაციო ბუკლეტები და ტრიპლეტები და გავრცელდება სკოლის მოსწავლეებს შორის.
8.პროექტის საჭირო ძირითადი რესურსები: ბიოლოგიის სახელმძღვანელო, თაბახის ფურცლები, კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი, საპრეზენტაციო პროგრამა –Power Point.
9. პროექტის მსვლელობა: 1.საპროექტო თემის გაცნობა სამიზნე ჯგუფისათვის. 2 . მოსწავლეებს დაევალათ ინფორმაციის მოძიება ინფექციური დაავადებების (შიდსი, გრიპი) შესახებ: მათი სიპტომების, გავრცელების გზების შესწავლა,დაავადებების თავიდან აცილების საშუალებების დადგენა, რაც ხელს შეუშლის დაავადებების გავრცელებას. 3. სამიზნე ჯგუფები აღნიშნულ ინფექციური დაავადებების შესახებ ინფორმაციას მოიპოვებენ სახელმძღვანელოებიდან, უფროსი თაობის, შესაბამისი სპეციალობის მქონე ადამიანებთან ინტერვუებით, საკუთარი გამოცდილებით, ინტერნეტით. 4. მოპოვებულ ინფორმაციას მოსწავლეები დაამუშავებენ მასწავლებლებთან ერთად და ააწყობენ პრეზენტაციას საპრეზენტაციო პროგრამა Power Point-ში, აგრეთვე დაამზადებენ საინფორმაციო ბუკლეტებს და ტრიპლეტებს.სამიზნე ჯგუფის მიერ მოხდება პროექტის პრეზენტირება და ბუკლეტების, ტრიპლეტების გავრცელება სკოლის მოსწავლეებს შორის.
10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნული სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლე იყენებს წერით და ზეპირ მეტყველებას/ ქართული/, საპრეზენტაციო საშუალებებს/ისტ/, საკუთარი ან სხვის მიერ მიღებული მონაცემების ანალიზს, განზოგადებას, მოდელირებას/ ბიოლოგია/.
12. ხელმძღვანელის ელ–ფოსტა: ingajokhadze77@gmail.com
13. პროექტის ვებ–გვერდი/ ბლოგი: ingajokhadze77.blogspot.com